სერვისცენტრი Techno Labs გთავაზობთ ნებისმიერი სირთულის ლეპტოპების შეკეთებას. ჩვენ ვაკეთებთ როგორც მარტივ სამუშაოებს — გაწმენდას და თერმო კომპონენტების გამოცვლას, ნაწილების შეცვლას, ასევე რთულ რემონტს: დედაპლატის შეკეთებას, კორპუსის აღდგენას და მნიშვნელოვანი მონაცემების ამოღებას.
ჩვენთან დასაქმებულები არიან გამოცდილი ინჟინრები, უმაღლესი ტექნიკური განათლებით და 10 წელზე მეტი გამოცდილებით ელექტრონიკის შეკეთებასა და პროექტირებაში.
სერვისცენტრში ძირითადად მუშაობენ ექსპატები, რომლებსაც კარგად ესმით ხარისხიანი სერვისის მნიშვნელობა და აქვთ ძვირადღირებული ტექნიკის შეკეთების დიდი გამოცდილება. ასეთ ტექნიკას სჭირდება განსაკუთრებული, ფრთხილი მიდგომა — ზუსტად ამას გთავაზობთ ჩვენ.
ჩვენ ყველა სამუშაოს ვასრულებთ მაღალი ხარისხით და ამიტომ გვაქვს რამდენიმე თვიანი გარანტია შესრულებულ სამუშაოებზე. თითოეული კლიენტი ჩვენთვის მნიშვნელოვანია და თუ რემონტის შემდეგ რაიმე პრობლემა წარმოიშვა, ყოველთვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ — უკუკავშირი გარანტირებულია.
სერვისცენტრი მუშაობს ყოველდღე, უქმე დღეების გარეშე. ჩვენ კარგად გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია სწრაფი-დროული დახმარება, როცა ტექნიკა თქვენი სამუშაოს მთავარი ინსტრუმენტია.
ჩვენი ადმინისტრატორები საუბრობენ ქართულად, რუსულად და ინგლისურად და სიამოვნებით გაგიწევენ კონსულტაციას ნებისმიერ საკითხზე. წინასწარ დაგითვლიან რემონტის ღირებულებას და ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში, შეგიძლიათ გქონდეთ ჩვენი ადმინისტრატორების იმედი.
ჩვენ გვაქვს საკუთარი სათადარიგო ნაწილების საწყობი ლეპტოპებისთვის, ასევე დიდი რაოდენობით ელექტრონული კომპონენტები, ჩიპები და რადიოდეტალები. სწორედ ამიტომ, ჩვენთან რემონტი ხშირად ბევრად უფრო სწრაფად სრულდება ვიდრე სხვა სერვისებში, მათ შორის დაზიანებული დედაპლატის შემთხვევაშიც. ჩვენთვის პრობლემას არ წარმოადგენს საჭირო დეტალის ადგილზე მოძიება — იქნება ეს კვების კონტროლერი, ძლიერი ტრანზისტორი თუ ახალი BGA პროცესორი თქვენი ლეპტოპისთვის.
ჩვენ ვიყენებთ მხოლოდ თანამედროვე და მაღალი ხარისხის სახარჯ მასალებსა და ქიმიურ ელემენტებს თანამედროვე ლეპტოპების მომსახურებისთვის. ასევე ვაყენებთ მხოლოდ სანდო და ხარისხიან მოდულებს — Wi-Fi ბარათებს, ოპერატიულ მეხსიერებას, SSD დისკებს და ახალ ეკრანებს.
მხოლოდ ასეთი მიდგომით შეიძლება რეალური გარანტიის მიცემა და კლიენტთან გრძელვადიანი თანამშრომლობა. ჩვენი მრავალწლიანი გამოცდილება გვაჩვენებს, რომ ხარისხზე ეკონომია დაუშვებელია.
თქვენ კალათში პროდუქტები არ არის.